ჩავარდნილი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი
4 ოქტომბრის საქმის განხილვა გრძელდება. ამ წუთებში 14 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. ჯერ იკვლევენ პროკურატურის წერილობით მტკიცებულებებს, შემდეგ მოხდება ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა. ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ედავებიან სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ბრალი ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.