ჩავარდნილი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი
4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო სხდომები მიმდინარეობს. იკვლევენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. საუბარია ვლადიმერ გველესიანის, სერგო მეგრელიშვილის, ზურაბ ჭავჭანიძის, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, ლაშა ივანიძის, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშის, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძის ბრალდების ეპიზოდზე. მათ გამოძიება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება, ჩადენილს ჯგუფურად. ასევე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.