ჩავარდილი „მშვიდობიანი დამხობა“ - პროკურატურის განცხადება

პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სხდომის მოლოდინში არიან. პროკურატურამ მათ ბრალდება დილიდაან ოფიციალურად წარუდგინა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ედება მათ ბრალად.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.