ჩაშლილი ფესტივალი

უკვე რამდენიმე საათია, “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი თბილისის მთავარ სამმართველოში რჩება. ზურა ჯაფარიძე, ათ პირთან ერთად, სამართალდამცველებმა მარიხუანას ან მცენარე კანაფის შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გადაიყვანეს, მაშინ, როდესაც “დედაენის ბაღში” ე.წ. კანაფის ფესტივალს მართავდნენ.

თბილისის მთავარ სამმართველოდან ბოლო ინფორმაციას ლიკა ალელიშვილი მოგვაწვდის – რა ხდება ამ წუთებში უწყებაში?