ჩარლი კირკის მკვლელობა
კონსერვატორი კომენტატორის და დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერის, ჩარლი კირკის მკვლელს FBI ამ დრომდე ეძებს.
კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მას მაღალი სიზუსტის სნაიპერული შაშხანიდან ნასროლი ტყვია ყელის არეში მოხვდა. იუტას შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ორი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილად მიიჩნიეს კირკის მკვლელობაში, მოგვიანებით გაათავისუფლეს, რადგან სროლასთან კავშირი არცერთ მათგანს არ ჰქონია.
კირკის კონსერვატიული შეხედულებების გათვალისწინებით, მკვლელობა პოლიტიკურად ცხადდება. ამერიკის პრეზიდენტმა მომხდარს უკვე უწოდა ბნელი მომენტი და დამნაშავის ასევე ძალადობის ნებისმიერი მხარდაჭერის დასჯის პირობა დადო.
31 წლის ჩარლი კირკი კონსერვატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ის აქტიურად მონაწილეობდა ორგანიზაციის მიერ მოწყობილ დებატებში და ასევე დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიებში.
თიკა მიგინეიშვილი დეტალებით.