ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა არიზონაში, გლენ დეილის სტადიონზე. ადგილზე იმყოფებოდა პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც სიტყვით გამოვიდა. მან ჩარლი კირკის მკვლელს „რადიკალიზებული, ცივსისხლიანი მონსტრი“ უწოდა და განაცხადა, რომ კირკს ჭეშმარიტებაზე საუბრის გამო ესროლეს. ტრამპმა ის ადამიანებიც გააკრიტიკა, რომლებიც კირკის მკვლელობაზე პოზიტიურად რეაგირებდნენ და აღნიშნა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი იმ რადიკალურ მემარცხენე ქსელებს იძიებს, რომლებიც პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებენ.
ამერიკის პრეზიდენტის გარდა, სიტყვით გამოვიდნენ ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებიც. მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კირკი პოლიტიკური მოტივით მოკლეს. ჯეი დი ვენსმა კი აღნიშნა, რომ სჯობს, მკვლელის პირისპირ აღმოჩნდე, როგორც ეს კონსერვატორი აქტივისტის შემთხვევაში მოხდა, ვიდრე სიმართლის თქმის გეშინოდეს.
ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიას ესწრებოდა ილონ მასკიც. ტრამპი და მასკი გვერდიგვერდ ისხდნენ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში დაპირისპირების შემდეგ, ისინი თვეების განმავლობაში ერთად არავის უნახავს.
31 წლის ჩარლი კირკს 10 სექტემბერს იუტას შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ესროლეს.