ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად გია გიორგაძე აირჩიეს

ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად გია გიორგაძე აირჩიეს. ფედერაციის ყრილობაზე, რომელსაც 67 დელეგატი ესწრებოდა, საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და წესდებაში ცვლილებები შეიტანეს.

ბოლოს საკითხი ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები იყო. მოქმედი პრეზიდენტი გია გიორგაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი გახლდათ – მას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და მეოთხე ვადით აირჩიეს.