ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის ამოღება

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი  და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია სამი პირი. საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ქუთაისში მიმდინარეობდა. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.