ბუტა რობაქიძის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას მოისმენენ

ბუტა რობაქიძის საქმეზე, დაცვის მხარე იმ ექსპერტს დაკითხავს, რომელმაც ბრალდებულების მოთხოვნით, ექსპერტიზა საქმის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას, 10-წუთიან ვიდეოფირს ჩაუტარა. ექსპერტიზა სანკტ-პეტერბურგში 2013 წელს ჩატარდა. მხარეები დღევანდელ სხდომაზე ამ ექსპერტიზის დასკვნას მოისმენენ.

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, პროკურატურა შსს-ს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს ედავება.