ბუტა რობაქიძის საქმე - მოსამართლემ სოსო რობაქიძეს დარბაზი დაატოვებინა

ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლოში დაცვის მხარის მოწმის გამოკითხვას, ხმაური მოჰყვა. ყოფილი პატრულ-ინსპექტორის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, 2004 წელს მომხდარი შემთხვევის დროს, სამართალდამცავების მიერ გაჩერებულ ახალგაზრდებს თან იარაღი ჰქონდათ, სოსო რობაქიძის პროტესტი მოჰყვა.

მოსამართლემ სოსო რობაქიძეს დარბაზი დაატოვებინა. საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა, ბრალდების შემდეგ უკვე დაცვის მხარემ დაიწყო.

პროცესს თეონა ხუბულავა დაესწრო, დეტალებით მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.