ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო სამიტი იწყება

გააძლიერებს თუ არა ნატო უკრაინის მხარდაჭერას და შეჯერდებიან თუ არა წევრები ერთიან პოზიციაზე – ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო მინისტერიალი იწყება. ამ წუთებში ადგილზე 28 ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან. „უკრაინაში სასტიკი შეჭრა ხაზს უსვამს საქართველოსადმი მხარდაჭერის საჭიროებას“ – ასე უპასუხა იენს სტოლტენბერგმა პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას ნატო-ს საგანგებო სამიტის დაწყებამდე.
სხდომაზე, რომელსაც წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა ლიდერები ესწრებიან, ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩაერთვება უკრაინის პრეზიდენტიც. ადგილზე იმყოფება ჯო ბაიდენიც. ბრიუსელში დღეს ნატო-ს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტები გაიმართება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საგანგებო სამიტს ანა ბროლაძე აშუქებს.