ბრიტნი გრაინერი - პუტინის პირადი მძევალი #სიუჟეტი #ტაიმაუტი

17 თებერვალს მოსკოვში ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი დააკავეს. ტიტულოვან სპორტსმენს რუსული მხარე ნარკოტიკის კონტრაბანდას ედავება. ამ დრომდე უცნობია გრაინერის ადგილმდებარეობა. ამერიკული მხარის მცდელობების მიუხედავად, კალათბურთელს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებსა და ოჯახის წევრებთან კონტაქტის უფლებას არ აძლევენ. გრაინერი ჯერჯერობით ასევე ვერ სარგებლობს ამერიკელი ადვოკატის მომსახურებით. პოპულარულ სპორტულ გამოცემებზე დაყრდნობით, ფინიქს მერკურისა და ამერიკის ეროვნული გუნდის ცენტრის დაკავებით ამერიკისა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა.

ტაიმაუტი