პოდკასტში ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა BBC-ის შესახებაც ისაუბრა და მედიასაშუალებას „დიფ სთეითის“ ბიუროკრატიული პროპაგანდისტული ორგანიზაცია უწოდა. ტრასი ამტკიცებს, რომ BBC კონკრეტული პოლიტიკოსების წინააღმდეგ მოქმედებს. მან საკუთარი მოსაზრების დასტურად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მაგალითი მოიყვანა, რომლის მსოფლმხედველობაც, მისივე თქმით, BBC-გან განსხვავდება. ყოფილმა პრემიერმა მედიაორგანიზაცია არაერთი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა.