ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის განცხადება
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი აცხადებს, რომ ქვეყნის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ბრიტანეთი სძულს. ამის შესახებ ტრასმა საკუთარ პოდკასტში ისაუბრა. როგორც ტრასმა აღნიშნა, კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი ხალხში პოპულარობით ვერ სარგებლობენ, თუმცა ბიუროკრატიასა და მეინსტრიმულ მედიასთან შეთქმულებაში არიან. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ევროპის უმეტეს ნაწილს დღეს ლიბერალური ელიტა მართავს, რომელიც საზოგადოებისა და ეკონომიკის ნგრევით არის დაკავებული.