ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადება

ოფიციალური ლონდონი, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინაში მეტი ლეტალური შეიარაღების გაგზავნაზე შეთანხმდა. განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა გააკეთა. ბენ უოლესის თქმით, ამ შეიარაღებაში იგულისხმება საჰაერო და სანაპირო დაცვის სისტემები, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია და ჯავშანმანქანების საწინააღმდეგო საშუალებები.