ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვა

12:19, 24.07.2022

ბრიტანეთი ყოველი რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ უკრაინას დახმარებას გაუზრდის, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ლიზ ტრასი ამბობს, რომ „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ პუტინის ომის მანქანაზე კოლექტიური ზეწოლა გაიზარდოს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აღნიშნავს იმასაც, რომ რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებების რაოდენობა იზრდება და რუსეთი ომის ელემენტად ახლა საკვებს იყენებს.

მსგავსი