უკრაინაში პუტინის განზრახვა გეგმის მიხედვით არ მიდის და შედეგად რუსეთის პრეზიდენტი მიმართავს კიდევ უფრო ექსტრემალურ ნაბიჯებს, – აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ლიზ ტრასის თქმით, ლონდონი შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს უკრაინელების მხარდასაჭერად. „მომავლის შესახებ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ რაც ვიცით, პუტინის გეგმები არ მიდის გეგმის მიხედვით, არ აქვს პროგრესი, რასაც იმედოვნებდა და შედეგად სულ უფრო ექსტრემალურ ტაქტიკას მიმართავს. ნამდვილად ვერ ვუპასუხებ კითხვას, დაეცემა თუ არა საბოლოოდ კიევი, რადგან არავინ მოელოდა, რომ დაგეგმილი შეჭრა რუსეთისთვის იმდენად ცუდად წავიდოდა, როგორც ეს მოხდა“ – განაცხადა ლიზ ტრასმა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ლონდონი რუსეთის ნავთობისა და გაზის ჩასანაცვლებლად ალტერნატიულ წყაროებს ეძებს.