ბრიტანეთის პრემიერის ინტერვიუ

„უკრაინაში რუსეთის გამარჯვებას მაღალი ფასი ექნება“-  განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიცემულ ინტერვიუში. ბორის ჯონსონის თქმით, მსოფლიო ლიდერებმა ასევე უნდა გააცნობიერონ უკრაინის მხარდაჭერის ფასი, მათ შორის ენერგიასა და საკვებზე ფასის მომატება. ამასთან, ჯონსონის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება, რადგან მოსახლეობასა და პოლიტიკოსებში შესაძლოა, ომის თემამ დაღლილობა გამოიწვიოს.