ბრიტანეთის 19 წლის მოქალაქე გათავისუფლდა
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით დაკავებული 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე გათავისუფლდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, თუმცა, ის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა დამნაშავედ. მას თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით მიესაჯა. ასევე სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, კალის 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.