ბრიფინგი შსს-ში
 ერთ-ერთ რესტორანთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე განცხადება გაკეთდა შსს-ში. აღინიშნა, რომ შემთხვევის დროს ორმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო. ინციდენტში მონაწილე პირები, გამოკითხვის მიზნით, პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გარდაიცვალა.
 
სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით, ისინი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქტიურად თანამშრომლობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რესტორანთან მომხდარ ინციდენტზე სამი პირი დაკავებულია, რომლებსაც აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.