ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

12:03, 03.10.2026

გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირია დაკავებული – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა, კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაკა ლაშხია თემის დეტალებით.

მსგავსი