ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

15:03, 25.08.2026

სამართალდამცველებმა ექვსი მილიონი ლარის ღირებულების 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. საპოლიციო მოქმედებები რუსთავში ჩატარდა. ბრალდებულების ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია „ტეტრა-ჰიდრო-კანაბინოლი“, ე.წ. ჰაშიში. სასტუმროს ნომრიდან ასევე ამოღებულია „კოკაინი“, „ჰეროინი“ და „მეტადონი“.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პირები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ნარკოტიკის რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით გეგმავდნენ, თუმცა, სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად დანაშაულებრივი განზრახვა ვერ განახორციელეს.

მსგავსი