ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში
სამართალდამცველებმა, საპოლიციო მოქმედებების შედეგად, ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. დაკავებულია ჯამში 51 პირი. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს განცხადების დეტალებს ხატია ჯამალაშვილი გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში.