ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში
შსს-მ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავა, მათ შორის, ათი არასრულწლოვანია. გამოძიების ინფორმაციით, ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. უწყებამ ვიდეომასალაც გაავრცელა. კადრებში ასახულია დაჯგუფებების წევრების მხრიდან მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობა, ღირსების შემლახველი ქმედებები, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.