ბრიფინგი „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ოფისში

არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო სამსახურის კანონსა და „პოლიციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების გამო, „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ მიზანი მომიტინგეთა და საჯარო მოხელეთა დაშინებაა. მათი თქმით, ეს წესები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის საყოველთაო უფლებებთან.

არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, მმართველმა გუნდმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ისეთი ჩანაწერები შეიტანა, რის საფუძველზეც საჯარო მოხელეები სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვეს, ხოლო მათთვის არასასურველ საჯარო მოხელეს სამსახურიდან ნებისმიერ დროს გაათავისუფლებენ.