ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

18:03, 30.05.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ირაკლი ჩიხლაძე დააკავა. მას ბრალად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა ედება. გამოძიების ინფორმაციით, შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე. ინფორმაციის მიწოდება კი ხდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

რაც შეეხება ინფორმაციის შინაარს – კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ის მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს. ამასთან, დაკავებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე, ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

მსგავსი