ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

18:07, 06.12.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ახლა გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულზე გრძელდება, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ამ დრომდე ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა. აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქმე ეხება ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტზე აღიძრა.

 

მსგავსი