ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

15:03, 06.12.2025
მომწამვლელი ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს არასდროს შეუძენია – ასეთია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგი, რომელიც დღეს საზოგადოებას უწყების უფროსის პირველმა მოადგილემ გააცნო. ლაშა მაღრაძის განცხადებით, BBC-ის ფილმთან დაკავშირებით, სადაც თბილისში გასული წლის აქციებზე მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებაზე იყო საუბარი, ჯამში 93 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის შსს-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, სამხარაულის ეროვნულ ბიუროში კი ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა. უწყებაში ახლა გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით მიმდინარეობს.
ნათია ქენქაძე ჩაგვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.

მსგავსი