ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

18:06, 25.10.2025

თბილისში ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარედგინათ. უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები რადიაქტიური ნივთიერების უკანონო ტრანსპორტირებას, რუსეთის ტერიტორიის გავლით, ჩინეთში გეგმავდნენ.

გამოძიების ვერსიით, გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, ქვეყანაში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. აღნიშნულს კოორდინაციას უწევდნენ სხვა დაკავებულები. საქმესთან შესახებ განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამაც. უწყება, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მსგავსი