ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული კიდევ ხუთი პირის საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 136 000 ლარი და 7 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფულია ამოღებული. საქმის გარშემო დამატებითი დეტალები დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვეს.
გამოძიების მიერ ასევე ამოღებულია ძვირფასი სამკაულები, ნახატები, ელექტრომოწყობილობები და დოკუმენტები. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის აღნიშნული დოკუმენტების შესწავლა-დამუშავება მიმდინარეობს და დგინდება ნაღდი ფულის წარმომავლობა. საქმის ფარგლებში დაკავებული ამ დრომდე არავინ არის.
თამარ წიკლაური ჩაგვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.