ბრიფინგი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში

მარნეულში რაგიმ ასკეროვის დაკავებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურს უწოდებენ. ამის შესახებ პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ასკეროვს მარნეულის საკრებულოში არ აქვს ისეთი თანამდებობა, რომ მოქალაქეები დაასაქმოს. მისივე განცხადებით, მან თანხა ისესხა და ქრთამი არ აუღია. აღნიშნულ ფაქტს ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ მოწყობილ პროვოკაციას უწოდებს.

შეგახსნებთ, რომ რაგიმ ასკეროვი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის საკრებულოს წევრია, რომელიც ორი დღის წინ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.