„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისში საინფორმაციო შინაარსის ბრიფინგი გაიმართა. პარტიის „ადამიანის უფლებათა ოფისის“ ხელმძღვანელმა მარიკა არევაძემ მოქალაქეებს გააცნო, როგორ უნდა იმოქმედონ აქციაზე დაჯარიმების შემთხვევაში. მისი თქმით, აუცილებელია, სამართალდარღვევის ყველა ოქმი ყველა ინსტანციაში გასაჩივრდეს, პარალელურად კი დაჯარიმებულებმა სამართალდამცავების შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეიტანონ განცხადება. არჩვაძე აცხადებს იმასაც, რომ სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას ოპოზიციური პარტიები გაუწევენ.