ლევან ხაბეიშვილს ბრალი დაუმძიმდა. ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში ერთი საათის წინ გაიმართა – „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. ბრალი ოფიციალურად წარედგინა მურთაზ ზოდელავასაც, რომელსაც გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით, გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევას ედავებიან.
ხატია ჯამალაშვილი დაესწრო გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს და დეტალებით პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.