ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში
ირაკლი შაიშმელაშვილთან ერთად ბრალდება კიდევ 15 პირს წარედგინა. მათ ბრალად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებათ. 16-დან პროკურატურა 15 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, მარიამ მეყანწიშვილისთვის კი სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.