სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილს ბრალი ორი მუხლით წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს უწყება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. ბრალი ოფიციალურად წარედგინა მურთაზ ზოდელავასაც, რომელსაც გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევას ედავებიან.