ბრიფინგი დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით

“თავისუფლება დავით კირკიტაძეს”– ეს მოთხოვნა დღეს ქუთაისში, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დააყენა. საგანგებო ბრიფინგზე შეკრებილებმა განაცხადეს, რომ  დავით კირკიტაძეს თავდებად უდგებიან. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ კირკიტაძე ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარი და მძევალია. მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.