ბრიფინგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ქიმიური საშუალებების გამოყენება უკანონო და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანგარიში წარადგინა, სადაც ასევე საუბარია, რომ ამ ნივთიერებებმა დაზარალებულთა ნაწილს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ქიმიური ნივთიერების შემადგენლობის გასარკვევად მიმართეს შსს, თუმცა, პასუხი ვერ მიიღეს.