ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის

საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. ილიას ზუროსის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ შეხვედრას თებერვალში ჩაატარებს, თუმცა მნიშვნელოვან მატჩებში გუნდის წამყვანი კალათბურთელების თამაში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კალათბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ ამ პრობლემის დროულად მოსაგვარებლად ყველა რესურსს გამოიყენებენ.