ბრძოლა ბახმუტისთვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება. ამ მიმართულებით, რუსეთის ძალები შეტევით მოქმედებების განაგრძობენ. ქალაქები ბახმუტი და მარიინკა კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთი განაგრძობდა უკრაინის სხვა ოლქებზე იერიშებსაც. ღამით საოკუპაციო ძალებმა შაჰიდის ტიპის ოთხი დრონი გაუშვეს, ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ასევე, რუსეთმა სარაკეტო და საავიაციო დარტყმები განახორციელა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოლქების ქალაქებზე. არიან დაშავებულები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და საქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილზე 11 დარტყმა განახორციელეს, გაანადგურეს ოკუპანტების საბრძოლო მასალების 4 საწყობი, ასევე საარტილერიო საშუალებები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობს.