ბრალის წარდგენის პროცესი

წინანდალში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულებს ბრალი დღეს წარედგინებათ. მათ შორისაა ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური. ადვოკატის ინფორმაციით, ზვიადაურიც და ჯაბა ჯანგირაშვილიც დუმილის უფლებას იყენებენ. ზვიადაურს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება იმ პირის მიმართ, რომელმაც მის ძმას ესროლა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი, დაჭრილია ორი. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო.