ბრალის წარდგენის პროცესი

წინანდალში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს. ბრალდებულთა შორისაა ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ადვოკატის ინფორმაციით, ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ.

ზვიადაურს გამოძიება იმ პირის განზრახ მკვლელობას ედავება, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მის ძმას. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი, დაჭრილია ორი. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო.