ფემიციდის მორიგი ფაქტი – პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. შემთხვევა გარდაბანში 5 თებერვალს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დაზარალებულთან, რომელსაც თანაცხოვრების პერიოდში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, უზღუდავდა განათლების მიღების, სხვა ადამიანებთან კონტაქტის, მუშაობისა და პირად საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებას.
ასევე ბრალდებული მუდმივად აკონტროლებდა დაზარალებულის გადაადგილებას, დაუზიანა პასპორტი, ხოლო 2026 წლის დასაწყისში მეუღლის სრულად გაკონტროლების მიზნით, მის საცხოვრებელ ბინაში ფარულად დააყენა სამეთვალყურეო კამერები.
5 თებერვალს ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს გულ-მკერდისა და ზურგის არეში დანით მიაყენა ჭრილობები. დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.