ბრალის წარდგენა
ფაშისტური დაჯგუფების წევრები აღკვეთი ღონისძიების მოლოდინში არიან. მანამდე დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. არასრულწლოვნის წამება, ძარცვა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობის ფაქტები – ჯამში 16 პირია დაკავებული. საქმეს კი ათი დაზარალებული ჰყავს.
გამოძიება ამბობს, რომ დაჯგუფების მსხვერპლი ხდებოდა ყველა ის ადამიანი, რომელიც ფაშისტურ იდეოლოგიასა და მოსაზრებებს არ იზიარებდა. წამებისთვის გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდი. დაზარალებულებს დამამცირებლად და არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ფოტო და ვიდეომასალას სოციალურ პლატფორმებზე ათავსებდნენ. ამავე რადიკალური დაჯგუფებების ორი ხელმძღვანელი თვეების წინ უკვე დააკავეს.
საგამოძიებო მასალებში მტკიცებულებებს შორის მითითებულია ბრალდებულთა სახლებიდან ამოღებული ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები. დაზარალებულებს შორის ოთხი არასრულწლოვანია.