ბრალის წარდგენა

12:05, 06.10.2025
წარდგენილი ბრალდება დაკავებულებს დიღმის მთავარ სამმართველოში გააცნეს. პაატა ბურჭულაძესა და მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს ასევე პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან მათი უფლებადამცველები იმყოფებოდნენ.
ადვოკატების განცხადებით, სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღესვე იმსჯელებს. მათივე თქმით, სასამართლო ხელისუფლებისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მიიღებს და დაკავებულებს წინასწარ პატიმრობას შეუფარდებს. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ჩადენილ ქმედებებს დანაშაულად არ მიიჩნევენ და იბრძვიან სამშობლოს გადასარჩენად.

მსგავსი