ბრალის წარდგენა
2 თებერვალს, „თბილისი მოლის“ ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ პირებს ბრალი წარედგინათ. ჯამში რვა პირს. საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე. დილიდან ზაჰესისა და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, იურისტები ბრალის დადგენილებას გაეცნენ. ზაჰესის იზოლატორში იმყოფება დაკავებული დიმიტრი ბიძინაშვილი, მან ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა და მიიჩნევს, რომ პოლიტპატიმარია. მსგავსი პოზიცია აქვს, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ გიგი უგულავასაც, ის აცხადებს, რომ ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია. აღნიშნული პირების აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე, თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
შეგახსენებთ, „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა და სისხლის სამართლის დანაშაულად გადაუკვალიფიცირდა. დაკავებულებს ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.