ბრალის წარდგენა

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. მასთან დროებითი მოთავსების იზოლატორში პოზიციების შესათანხმებლად ამ წუთებში ადვოკატია შესული. ნიკოლოზ წურწუმია ავლაბარში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გუშინ შეიჭრა და შვიდი მძევალი აიყვანა. სამსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ის პოლიციას ჩაბარდა.

ხათუნა გაგნიძე იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორთან და საქმის შესახებ დეტალურად ისაუბრებს – ხომ დატოვა უკვე უფლებადამცველმა შენობა და როგორია მისი განმარტებები?