ბრალის წარდგენა

18:43, 06.02.2021

ფოთში, მომსახურების სააგენტოსთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ შალვა შალიკაშვილის ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ. როგორც ერთ-ერთი უფლებადამცველი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ზუგდიდის რაიონული სასამართლო ბრალდებულ შალვა შალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს საღამოს ან ხვალ იმსჯელებს.

4 თებერვალს ფოთში, მომსახურების სააგენტოსთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

მსგავსი