ბრალის წარდგენა

15:40, 06.02.2021

თითქმის სამი საათია, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ შალვა შალიკაშვილის ადვოკატები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში იმყოფებიან. ადვოკატს საქმის მასალები დღეს უნდა გადასცენ. მოგვიანებით კი ზუგდიდის რაიონული სასამართლო შალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

გამოძიება მას ფოთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან 4 თებერვალს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

მსგავსი