ბრალის წარდგენა

18:20, 10.08.2020

ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილ არტურ გაბრიელიანს დღეს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალი მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წარუდგინეს.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და მკვლელობის ნაწილში ბრალს არ აღიარებს. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ ახალქალაქის სასამართლო იმსჯელებს, თუმცა პროცესს ბრალდებული არ დაესწრება. ადვოკატის განცხადებით, გაბრიელიანი პროცესზე ვიდეოზარით ჩაერთვება.

 

მსგავსი