ბრალდებები ანდრეი ერმაკის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის რუსეთთან კავშირების შესახებ განცხადებები არ წყდება. გასულ დღეს კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა აშშ-ის პრეზიდენტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნავს, რომ დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, არსებობს ანდრეი ერმაკის რუსეთთან კავშირების ეჭვი და აღნიშნულის შესახებ სასწრაფოდ მოითხოვა ინფორმაცია. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა კონგრესმენს შეწყვიტოს უსაფუძვლო სპეკულაციები და პოლიტიკური კაპიტალის მოპოვების მცდელობა. სპარცის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს აქვს მუდმივი შიდა პრობლემა, რომელიც უნდა გადაჭრას და ეს არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი. ამასთან, საპრცმა ჩამოთვალა რამდენიმე სერიოზული ბრალდება ერმაკის წინააღმდეგ, რომელთა შორისაა ომამდე რუსეთთან წარუმატებელი სამშვიდობო მოლაპარაკებები და სამხედრო ტექნიკის გადაუდებელი შესყიდვების შეფერხება.